ობამამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დამატებითი სანქციების მიზანია ფხენიანზე ზეწოლის გაძლიერება ბირთვული ცდებისა და ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო.
სანქციები შეეხება ყველას, ვინც აწვდის ჩრდილოეთ კორეას ტექნოლოგიებს, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. შეზღუდვები ასევე შეეხებათ პირებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევასთან არიან დაკავშირებულები. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სანქციები ჩრდილოეთ კორეაში ფულის გათეთრების და ნარკოტიკების გადაზიდვის შემცირებას ხელს შეუწყობს.
„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ეს დანაშალებრივი საქმიანობა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დაფინანსების ძირითადი წყაროა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები