ერაყში 40 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ერაყში სასამართლომ 40 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ეს პირები 2014 წელს ტიკრიტის სამხედრო ბაზაზე ახალწვეულთა მასობრივ მკველობაში იყვნენ ბრალდებულები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 1700 ერაყელი შიიტი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ დახოცეს. ამის შემდეგ მათ ინტერნეტში ერაყელი სამხედროების მკვლელობის ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნეს. მას შემდეგ, რაც ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ეს რაიონი დაიკავეს, მათ მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამ საქმეზე ბაღდადის სასამართლომ შვიდი პირი უდანაშაულოდ ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები