სომალიში „აშ-შაბაბის“ დაზვერვის უფროსი მოკლეს

სომალის სამხრეთ ნაწილში კენიის ავიაციის დარტყმის შედეგად ისლამისტური დაჯგუფების, “აშ-შაბაბის“ დაზვერვის ხელმძღვანელი მოჰამედ კარატეი მოკლეს.
ამასთან ერთად, კიდევ 10 „ბოევიკი“ იყო განადგურებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სწორედ კარატეი ითვლება სომალის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის ინიციატორად, რომლის დროსაც 100-მდე კენიელი სამხედრო დაიღუპა. სომალის ტერიტორიაზე ამჟამად აფრიკული კავშირის 22 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. მათ შორის 4 ათასი კენიელი სამხედროა. ამ კონტინგენტის მიზანია ისლამისტური დაჯგუფებების „ბოევიკებთან“ ბრძოლა.
ცნობისთვის: „აშ-შაბაბი“ სომალიში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელიც „ალ ქაიდასთან“ არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები