თურქეთის სამართალდამცველებმა ანკარის ტერაქტთან კავშირის გამო 14 პირი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ 14 პირი დააკავა, რომლებიც ანკარაში მომხდარ ტერაქტთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განუცხადა.
„ამ დროისთვის 14 ადამიანია დაკავებული. ვფიქრობ, დაკავებები გაგრძელდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერორისტული აქტის უკან „ქურთთა მუშათა პარტია“ და ქურთების „დემოკრატიული კავშირი“ დგანან. ერდოღანმა ასევე აცნობა მედიას, რომ აფეთქების დროს დაშავებული 28 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ კი ყველა ქვეყანას სირიელ ქურთებთან თანამშრომლობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. დავუთოღლუმაც ტერორისტულ აქტში სირიელი ქურთები დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები