თურქეთში სამხედრო კოლონაზე თავდასხმა მოხდა – დაღუპულია 7 ჯარისკაცი

თურქეთის დიარბაკირის პროვინციაში, სამხედრო კოლონის სიახლოვეს, დღეს დილით აფეთქება მოხდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თავდასხმის შედეგად 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის დედაქალაქში 17 თებერვლის საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლება თავდასხმაში ქურთ „ბოევიკებს“ ადანაშაულებს. დიარბაკირის პროვინციაში თურქ სამხედროებზე თავდასხმები ადრეც მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები