კარასინმა და უშაცკასმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვიგაუდას უშაცკასმა ევროკავშირის და საქართველოს, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. რუსმა და ევროპელმა დიპლომატმა შეხვედრაზე უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ.
13 თებერვალს მიუნხენში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე იყო საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები