სეს-ის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ნინო შეწირული დაინიშნა.
დანიშვნის შესახებ ბრძანებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ მოაწერა ხელი. ნინო შეწირული დღემდე სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორად მუშაობდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნინო შეწირულს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, საქონელმცოდნეობის სპეციალობით. ფლობს მაგისტრის ხარისხს და არის დორაქტორანტი. ასევე დამთავრებული აქვს თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის კვების მრეწველობისა ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი კვების ტექნოლოგის სპეციალობით.
2009-2010 წწ მუშაობა დაიწყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს მეცხოველეობის მიმართულებით. 2010-2011წწ. – მუშაობდა აგრარულ უნივერსიტეტში რექტორის უფროს მრჩევლად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ; 2011-2012 წლებში იყო მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმნისტრაციის უფროსი; ხოლო 2012 -2013 წწ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის პროექტების სამმართველოს უფროსია. 2015 წლის 2 თებერვლიდან დღემდე კი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს სურსათის ინსპექტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები