ლეონიდ ჩერნოვეცკი: ერთხელ შევხვდი მურმან დუმბაძეს
მურმან დუმბაძემ ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, – ამის შესახებ პარტია “ბედნიერი საქართველოს” ლიდერმა, კიევის ყოფილმა მერმა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ჟურნალისტის კითხვის – შეხვედრია თუ არა მურმან დუმბაძეს – საპასუხოდ განაცხადა.
ჩერნოვეცკიმ აღნიშნა, რომ დუმბაძეს მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მასთან აჭარის პრობლემებზე ისაუბრა.
“ერთხელ შევხვდი მურმან დუმბაძეს, მხოლოდ ერთხელ. მან ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, მესაუბრა აჭარის პრობლემებზე. მეტს, ფაქტობრივად, არავის შევხვედრილვარ. მე სიფრთხილით ვეკიდები ნებისმიერ კავშირებს, ამის გამოცდილება მაქვს და იმიტომ. განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდები ამ საკითხს და პოლიტიკაში პარტნიორებს მხოლოდ იმის მიხედვით ვირჩევ, როგორც ბიზნესში”,- განაცხადა “ბედნიერი საქართველოს” ლიდერმა.