ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს

ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით ღია წერილით მიმართავს. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები, საარჩევნო რეფორმის განვითარების მიზნით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
„ბატონო გიორგი, ჩვენ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის ქვემორე ხელისმომწერი პოლიტიკური გაერთიანებები მივესალმებით თქვენს დიდ სურვილს, ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე თქვენს მზადყოფნას, უახლოეს მომავალში დაიწყოთ შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან, მ.შ. ბიზნეს და არასამთავრობო სექტორთან.
ზემოთქმულიდან და საკითხის გადაუდებლობიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ მზადყოფნას, თქვენთან შესახვედრად საარჩევნო რეფორმის განვითარების შემდგომი პროცესის განსახილველად.
პატივისცემით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: 1. „ახალი მემარჯვენეები“ 2. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ 3. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ 4. „თავისუფლება“ 5. „თავისუფალი საქართველო“ 6. „რეფორმატორები“ 7. „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ 8. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ 9. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 10. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 11. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ 12. „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ 13. „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“, – ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები