გიორგი მღებრიშვილი გარდაცვლილი პოლიციელების დაკრძალვას დაესწრო

გარდაცვლილი პოლიციელების, მაია ჯავახიშვილისა და გელა ლამაზოშვილის დაკრძალვის ხარჯები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიღო. შსს-ს ინფორმაციით, კანონის თანახმად, მათი ოჯახები ასევე ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ და მათზე მზრუნველობას შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.
კახეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების – მაია ჯავახიშვილის და გელა ლამაზოშვილის დაკრძალვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ და მათ ოჯახებს მიუსამძიმრეს.
მაია ჯავახიშვილი და გელა ლამაზოშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს.
2015 წლის 30 დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს ეზოში სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს, მაია ჯავახიშვილს და პოლიციის კაპიტანს, გელა ლამაზოშვილის სანადირო თოფიდან ესროლეს. ორივე პოლიციელი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები