“რევოლუციური ცვლილება საქართველოში” – რას გულისხმობს ახალგაზრდების პროექტების დაფინანსება

პროექტს – “აწარმოე საქართველოში” კიდევ ერთი კომპონენტი ემატება, რაც ახალგაზრდების პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პროგრამა შეიქმნება “საპარტნიორო ფონდის” ფარგლებში.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდებს, რომლებსაც გააჩნიათ იდეები და ვერ კვალიფიცირდებიან ბანკში პოტენციურ მსესხებლებად, საშუალება ექნებათ, უზრუნველყოფის გარეშე მოიპოვონ დაფინანსება.
“ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავამატოთ “აწარმოე საქართველოს”, ეს იქნება საწყისი, დამწყები ბიზნესის მექანიზმების შექმნა, ეს იქნება სპეციალურად ახალგაზრდობაზე, ინიციატივიან ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც დააფინანსებს ინოვაციურ, ახალ იდეებს და ჩვენ გამოვიყენებთ მსოფლიოში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას. ეს პროგრამა შეიქმნება “საპარტნიორო ფონდის” ფარგლებში და იფუნქციონირებს იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც გააჩნიათ იდეები, რომლებსაც არ აქვთ საწყისი კაპიტალი და რომლებიც ვერ კვალიფიცირდებიან საბანკო პოტენციურ მსესხებლებად, მივცეთ საშუალება, უზრუნველყოფის გარეშე მოიპოვონ დაფინანსება, დაიწყონ ბიზნესი, იმის გარეშე, რომ გახდნენ დაქირავებული თანამშრომლები. ვფიქრობ, ეს იქნება რევოლუციური ცვლილება საქართველოში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები