შსს-მ 213-ე ბაღში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, 213-ე ბაღში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 151-ე მუხლით, რაც მუქარას ითვალისწინებს, და 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, 213-ე საბავშვო ბაღში ინცინდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა შვილს იარაღი მისცა და მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა. ბაღში ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია მუშაობს.

„კვირა“ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ. მათი განცხადებით, ისინი სამართალდამცველების კითხვებს პასუხობენ.

შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ბავშვის მამა საბავშვო ბაღში იარაღით მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები