კახა კალაძე: ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ ის ორიენტირებულია ხალხზე
ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყდა პენსიის გაზრდა, რათა მოსახლეობას მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს მდგომარეობა.
„პირველი ივლისიდან პენსია იქნება 180 ლარი. ვიცი, რამდენად მძიმეა სოციალური მდგომარეობა, ამიტომ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ზოგადად, ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ ის ორიენტირებულია ხალხზე. ეს არის ზუსტად ის პროგრამა და პროექტები, რომლებზეც თავიდანვე ვსაუბრობდით და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსიები 180 ლარი გახდება.