თბილისის მერია 1500 სოციალურად დაუცველი სტუდენტის უმაღლეს განათლებას დააფინანსებს

„მერის ინიციატივით 2016 წლიდან 1500 სოციალურად დაუცველი სტუდენტის უმაღლეს განათლებას დედაქალაქის მერია დააფინანსებს“, – ამის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გარდა ამისა, კობახიძის განმარტებით, მერია 100 მაგისტრანტს წაახალისებს და მათ მერის სტიპენდია დაენიშნებათ.
„ 1,300 000 ლარია გამოყოფილი მერის ინიციატივისთვის, რომლის მიხედვითაც მერია 1500 სოციალურად დაუცველი სტუდენტის უმაღლეს განათლებას დააფინანსებს. დაფინანსების რაოდენობა ინდივიდუალურად, გამოცდების ჩაბარების დროს მიღებული ქულების მიხედვით გადაწყდება. მერია ზოგ მათგანს 100, ზოგს 70 და ზოგსაც 50 პროცენტით დააფინანსებს. გარდა ამისა, თბილისის მერია 100 მაგისტრანტს წაახალისებს და მათ მერის სტიპენდია დაენიშნებათ“, – განაცხადა თედო კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები