უკრაინელი ექსპერტი – სააკაშვილი პოპულისტი არ არის, ის ექსტრემისტია
მიხეილ სააკაშვილის ქმედებაში მეტი ექსტრემიზმია, ვიდრე პოპულიზმი. ეს განცხადება გააკეთა ეკონომისტმა, უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველმა ალექსანდრე პასხავერმა.
„შესაძლოა, ჩვენთვის ის იყოს პროვოკატორი, რომელმაც აქ ყველაფერი ააფორიაქა. მაგრამ მე ამას ძალზე დადებითად ვუყურებ. ის ვერ მოაგვარებს ყველა პრობლემას, მაგრამ ის მაგალითს გვიჩვენებს. ქართული გუნდი ჩვენ არა იმდენად რეალური მოქმედებისთვის, არამედ მასტერკლასისთვის გვჭირდება“, – ამბობს პასხავერი.
მას ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნა არის იმის სიგნალი, რომ პრეზიდენტი პოროშენკო მომავალში რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.