თბილისი 24-25 აგვისტოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს უმასპინძლებს

თბილისი 24-25 აგვისტოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს უმასპინძლებს. საქართველოს 57 ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები და ახლად დაფუძნებული ბანკის გენერალური მდივანი ეწვევიან.

ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდა.

ახალი ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტს ხელი 28-29 ივნისს, პეკინში მოეწერა. ბანკი მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და მისი კაპიტალი დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი იქნება. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჩინეთში გამართული ორმხრივი შეხვედრებისას დაუდასტურეს, რომ საქართველო მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა და მზად არიან, როგორც ახალი ბანკის, ისე სხვა ინსტიტუტების მეშვეობით ხელი შეუწყონ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით კი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას.

ნოდარ ხადურმა მთავრობის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეა ქართული ღვინის ექსპორტით დაინტერესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები