პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე „მზიურში“ აღნიშნეს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ აღნიშნეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშოროსო დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიური „მზის ფესტივალი“ გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა დაათვალიერეს, მათ შორის ახალგაზრდა მხატვრის ლექსო ფოდიშვილის ნამუშევრები.
დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ბავშვებისთვის გამართულ წარმოდგენას დაესწრო.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილიც ესწრებოდნენ.

20912_442584309243181_1785961811715586072_n

10542882_442585145909764_8006539190126010368_n

11010588_442584422576503_4983964154459590990_n

11010588_442585139243098_2326209444137186609_n

11226911_442584639243148_8618682083819945192_n

11235382_442584749243137_7112248597736740598_n

11377374_442584742576471_2515424208774495999_n

11391355_442585485909730_5860836082652818539_n

11393006_442585305909748_9081050823932021486_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები