გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქმიანობა განიხილეს.
ასევე საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დღეს დგას. საუბრისას ასევე დეტალურად განიხილეს ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი და ეკონომიკური ზრდა. მხარეებმა ეროვნულ ბანკზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრას ასევე დაესწრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები