შს მინისტრმა გიორგი ბერუაშვილი და ბექა მარგიშვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა

პოლიციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელები დააჯილდოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი ხარისხის მედლით ვახტანგ გომელაურმა 2 გარდაცვლილი პოლიციელი დააჯილდოვა.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს პირველი ხარისხის მედლით განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ: სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი გიორგი ბერუაშვილი და ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ისან-სამგორის სამმართველოს პოლიციის უბნის ინსპეტორ-გამომძიებელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბექა მარგიშვილი. მინისტრმა ჯილდო მათ შვილებს, მარიამ ბერუაშვილსა და ოთარ მარგიშვილს გადასცა.
ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, სამინისტროს მედლით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი მოსამსახურეები მამაცობისთვის დაჯილდოვდნენ: სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი გიორგი მახარაშვილი და ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ისან-სამგორის სამმართველოს პოლიციის დეტექტივების თანაშემწე – გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი, ვალერიან გრძელიშვილი.
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს მედლით მამაცობისთვის ასევე ის პოლიციელები დააჯილდოვა, რომლებმაც ქ.ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად მოქალაქეთა ევაკუაციაში მიიღეს მონაწილეობა: აჭარის მთავარი სამმართველოს, ქობულეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის მაიორი დავით პაპავა და აჭარის მთავარი სამმართველოს, ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ირაკლი შაქარიშვილი.
ასევე, მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით სხვა პოლიციელებიც დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში აქტიური მუშაობისთვის, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლით 2 ქალი პოლიციელი დააჯილდოვა: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი თეონა ჭიჭინაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები