191 დევნილ ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, 191 დევნილ ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, დევნილებს ბინა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში გადაეცათ, რომელიც სრული სვლით შესრულდება.
„191 დევნილ ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა. პროგრამა მუშაობს სრული სვლით და ის 10 ათასი ბინა, რომელიც ლტოლვილებს უნდა დაუმტკიცდეთ 1 სექტემბრამდე, დათქმულ დროში შესრულდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.