“მე მახსოვს” – სომეხი ერის გენოციდის გასახსენებლად მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართა
ბათუმის სომხურმა დიასპორამ და ბათუმის სომხური ეკლესიის მრევლმა დღეს მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყო. “მე მახსოვს” – აქცია ამ სლოგანით გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სომხური ეკლესიიდან დაიწყეს და ის თურქეთის საკონსულოსთან რამდენიმე წუთიანი დუმილით დასრულდა.
აქციაში 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათი განცხადებით, ზუსტად 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიამ სომეხი ერის მიზანმიმართთული გენოციდი მოაწყო, რასაც 1,5 მილიონამდე სომეხი შეეწირა.