ხულოს რაიონის მაღალმთიან სოფლებში გათოვდა

აჭარის მაღალმთიანეთში გათოვდა. უამინდობის შედეგად, თოვლის საფარის სიმაღლემ ხულოს რაიონის მაღალმთიან სოფლებში 10 სანტიმეტრამდე მიაღწია, დილით კი ნალექმა დნობა დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია. ტრანსპორტი თითქმის ყველა მიმართულებით უპრობლემოდ გადაადგილდება. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა ფუშრუკაულის თემში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები