საკრებულოს ქალი დეპუტატები ქალი ამომრჩევლებისათვის განკუთვნილი ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაციას დაესწრნენ

 სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ქალი ამომრჩევლებისათვის განკუთვნილი ახალი ვებ-გვერდის www.qaliskhma.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ – თავმჯდომარე რიმა ბერაძე,  გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე  – შორენა ბუხრაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე  – ქეთევან ჯოხაძე ესწრებოდნენ.

ახალი პლატფორმის „INFO სივრცე ქალი ამომრჩევლებისთვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს ქალი ამომრჩევლების ინფორმირებულობისა და გათვითცნობიერებას, წარმართოს დისკუსია პოლიტიკურ პარტიებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის გენდერული კვოტების შესახებ და შექმნას ქალთა დაწინაურების ინტერპარტიული მექანიზმები.

პრეზენტაციაზე, წარმოადგინეს კვლევა – „ადგილობრივი თვითმმართველობის ანალიზი“ და გაიმართა დებატები თემაზე -„რატომ არ მოვიდა ქალი ადგილობრივ არჩევნებზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები