კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მზე“ წერილობით გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკაბელო ოპერატორი, შპს „მზე“ წერილობით გააფრთხილა.
“შპს „მზე“ საკაბელო მომსახურებას ქ. ქუთაისში ეწევა. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა კომპანიის შემოწმების შედეგად დადგინა, რომ საკაბელო ოპერატორი შესაბამისი ნებართვის და ლიცენზიის გარეშე ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „მეგა ტვ“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „მაესტრო“, „TV 11”, „ერთსულოვნება“, „დრო“, „კომედი არხი“, „GDS TV“, „კავკასია“, „TV malli“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აჭარა”, „TV 3”, „რიონი“, „ენკი-ბენკი“, „25-ე არხი“, „My Video“, „Карусель”, „THT“.
ამ გარემოების გათვალისწინებით კომისიამ შპს „მზე“ წერილობით გააფრთხილა და დაავალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა”, – აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.