საქართველო ბედნიერების მსოფლიო ინდექსის მიხედვით 130-ე ადგილზეა

საქართველო ბედნიერების მსოფლიო ინდექსის მიხედვით 130-ე ადგილზეა, მოსახლეობის ბედნიერებას კი ყველაზე მეტად მშპ-ის რაოდენობა და ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა განსაზღვრავს. ამის შესახებ ახალი კვლევა გაეროს ინიციატივით, ორგანიზაცია SDSN-მა გამოაქვეყნა. კვლევა რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით ჩატარდა. მათ შორის – ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა, თავისუფალი არჩევანის უფლება, სიუხვისა და კორუფციის აღქმა. SDSN-ის ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მოსახლეობა შვეიცარიას ჰყავს, შემდეგ მოდის ისლანდია, დანია, ნორვეგია და კანადა. ყველაზე უბედურ ქვეყანათა რიცხვს კი განეკუთვნებიან ტოგო, ბურუნდი, ბენინი, რუანდა და სირია. კვლევა სულ 158 ქვეყანაში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები