მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის მეუღლეს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ აღუპული ჯარისკაცის გჰიორგი ჯანელიძის მეუღლეს შეხვდა. ექსპრეზიდენტი შეხვედრის შესახებ ფეისბუქის გვერდზე წერს:
„დღეს, შედგა ჩემი შეხვედრა, რამდენიმე დღის წინ, შიროკინოსთან ახლოს, ბრძოლაში, გმირულად დაღუპული გიორგი ჯანელიძის, მეტსახელად “სატანას” მეუღლესთან. რამდენიმე დღით ადრე, იგი თავში დაიჭრა. ექიმებმა მას გადაადგილება აუკრძალეს, მაგრამ ამის მიუხედავად, გიორგი მაინც წავიდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად და გაანადგურა მეტად საშიში რუსი ინსტრუქტორი, რომელიც ამ საბრძოლო ხაზზე ბევრ პრობლემას ქმნიდა. მტერი იმდენად გაღიზიანდა, რომ გიორგის დაღუპვის შემდეგ, სხეულიც კი დანაღმეს.
მე, დღეს გიორგი ჯანელიძის გმირობაზე არანაკლებ, აღმაფრთოვანა მისი მეუღლის – თამარის სიმტკიცემ. ის მომიყვა თუ, როგორ ზრდიდა იგი, მათ სამ შვილს, როგორ უნერგავდა პატრიოტიზმს და ამ ბოლო დროს ხშირად იმეორებდა ერთსა და იმავეს, თუ როგორ შეუყვარდა უკრაინა და მზად იყო უყოყმანოდ გაეწირა ამ ქვეყნისთვის საკუთარი სიცოცხლე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები