ხვალ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რონდა სოფერს საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებს
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლებლის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, უნივერსიტეტის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისათვის რონდა სოფერს საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებს. ღონისძიება ხვალ, 11:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. № 9, VII სართული).
რონდა სოფერი გორდონის აკადემიური კოლეჯის დოქტორია (ისრაელი, ხაიფა), რომელიც თანამშომლობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ტემპუსის პროექტის “კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების ტრენინგში” გრანტის მფლობელი და ბენეფიციარი. რონდა სოფერი კი ამ პროექტის კოორდინატორი.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი სასწავლო კურსები: ინტერკულტურული განათლება, პედაგოგიური მიდგომები; ბავშვთა უფლებები განათლებაში და განათლებისათვის; კულტურა და იდენტობა. ეს სასწავლო კურსები მათი შექმნის დღიდან იკითხება სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
ამ კურსებისთვის შეიქმნა სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე (4 სახელმძღვანელო), რომელთა შექმნაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ სსუ-ს ტემპუსის პროექტის გუნდის წევრები. გარდა ამისა, სასწავლო კურსები იკითხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში, თელავისა და ახალციხის სახელმწიფო უნივერსტეტებში.
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ამჟამად იგეგმება მულტიკულტუტული განათლების მიმართულებით მდიდარი ბიბლიოთეკის შესყიდვა.
პროექტის ფარგლებში სსუ-ს განათლების ფაკულტეტის პროფესორები მონაწილეობას ღებულობენ განათლების სფეროს მიმართულებით საერთაშორისო კონფერენციებში.