სტიქიამ ლაგოდეხის რაიონის ხუთი სოფელი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის რაიონის ხუთი სოფელი: ქვემო ნაშოვარი, ანანაური, ჭაბუკიანი, გიორგეთი და აფენი დააზარალა. დატბორილია რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი, სარდაფები და პირველი სართულები. სტიქიამ ნათესები და ნარგავები გაანადგურა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, რამაც სანიაღვრე არხების ადიდება გამოიწვია. მათივე თქმით, დიდი ხნის განმავლობაში არ ხდება არხების გაწმენდა, რაც გამუდმებით დატბორვას იწვევს. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.
ყველაზე მეტად დაზარალებულია სოფელი ნაშოვარი. როგორც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გია გაფრინდაშვილმა განაცხადა, სანიაღვრე არხების გაწმენდა პერმანენტულად მიმდინარეობს. გაფრინდაშვილის თქმით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზიანს შეისწავლის.
ამ დროისთვის დაზარალებულ სოფლებში სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები