გიორგი ალიბეგაშვილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ღინისძიება თბილისის მედიათეკაში გაიმართა ალიბეგაშვილის გარდა მას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. ამასთან, დღევანდელ ღონისძიებაში 25 -მდე სხვადასხვა გამომცემლობამ მიიღო მონაწილეობა.
,,ჩვენთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის წიგნის პოპულარიზაციას ემსახურება და, ამასთან, ახალგაზრდებში წიგნის კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივების კარგი საშუალებაა.დღეს გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს მათთვის სასურველი წიგნების ხელმისაწვდომ ფასად შეძენის საშუალება აქვთ. შესაბამისად, თბილისის საკრებულომ და მერიამ დღევანდელ ღონისძიებას ერთხმად დაუჭირეს მხარი“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები