საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩავარდა

საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ დეპუტატებმა არ გაითვალისწინეს. უმცირესობამ საკითხი დასამტკიცებლად გუშინ გაიტანა, თუმცა უმრავლესობამ კომისიის შექმნის ინიციატივა 31 ხმით 29-ის წინააღმდეგ ჩააგდო.
უმცირესობა გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით, “იური და ზურა ვაზაგაშვილების, ბარბარე რაფალიანცის, შალვა თათუხაშვილის, ეროსი კიწმარიშვილისა და აჩიკო მაისურაძის შეკვეთილი მკვლელობების ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე” საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები