პარლამენტის წევრები მინი ფეხბურთის მატჩზე თურქეთში მიემგზავრებიან

საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ოფიციალური მიწვევით თურქეთში გაემგზავრება, სადაც მინი ფეხბურთის ჩენპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ერთმანეთს უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან.
იმის გამო, რომ დეპუტატეტბის ნაწილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მიემგზავრება ფეხბურთის სათამაშოდ, ხვალ პარლამენტში, სავარაუდოდ, პლენარული სხდომა არ ჩატარდება. დელეგაციას შოთა ხაბარელი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ქართული მხარე 13 -კაციანი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი. “ვითამაშებთ მინი ფეხბურთს, თუმცა ცოტა მოზრდილი სტადიონია. რვა კაცით დაკომპლექტებული გადის პირველი შემადგენლობა და მასში ორი ფეხბურთელი – დავით ლორთქიფანიძე და თემურ ჩხაიძე იქნება. იქნება ზურაბ ზვიადაურიც. ვფიქრობ, კარგი ნაკრები გამოვა. საქართველო ამ ტურნირში პირველად მონაწილეობს. აღნიშნულ გუნდში ,,ნაციონალური მოძრაობიდან” არავინ იქნება, თუმცა შეთავაზება ჩვენ მათ გავუგზავნეთ”, – განაცხადა ხაბარელმა ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები