სოზარ სუბარი: ჩვენი მთავრობა “სიდასთან” ურთიერთობას აგრძელებს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გოგა ხაინდრავას მიერ “სიდას” მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა “სიდასთან” ურთიერთობას აგრძელებს და ხაინდრავას ეჭვები მთავრობის პოზიციას არ ასახავს.
“შევედეთის მთავრობის დამოკიდებულების გაგრძელებაა “სიდას” დახმარება. ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება. ჩვენ შვედეთის მთავრობას ვემადლიერებით იმ ურყევი მხარდაჭერის გამო, რასაც ყოველწლიურად და ყოველწუთიერად ვგრძნობთ ევროინტეგრაციისა თუ დეოკუპაციის საქმეში და უამრავი სხვა მიმართულებით.
ზოგიერთი მოქალაქის მიერ, გოგა ხაინდარავა იქნება ეს თუ ვინმე სხვა, „სიდას“ შესახებ გამოთქმულ ეჭვებს რაც შეეხება, ეს მათი საქმეა და მათ ამის უფლება აქვთ. მათი განცხადებები არანაირად არ ასახავს მთავრობის პოზიციას” , – განაცხადა დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, გოგა ხაინდრავამ რამდენიმე დღის წინ შვედი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალები გაასაჯაროვა, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებდა, რომ “სიდა” კოფურფციული სქემებით საქართველოში სამ არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს. ხაინდრავას განცხადებით, დაფინანსების მიზანი ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური პარტიის გაძლიერებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები