ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი: ბრალდებულები თავს დამნაშავეებად არ ცნობენ

2004 წელს, თბილისში კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული კახა ნაკანისა და ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა კახა შონიამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავეებად არ ცნობენ და აღიარებითი ჩვენების მიცემასაც არ აპირებენ.
შეგახსენებთ, გუშინ შსს-მ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობა ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
დაკავებულებს შორის არიან კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე, სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი. გამოძიებამ დაადგინა, რომ სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ორგანიზებული იყო, სკაონტროლო გასროლა კი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ცააძემ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები