საქართველო-სომხეთის საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი “პირალგინი” აღმოაჩინეს
საქართველო -სომხეთის საზღვართან არსებულ საბაჟო -გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი “პირალგინი” აღმოაჩინეს. მედიკამენტი იმ მოქალაქის ზურგჩანთაში იყო, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, თუმცა მისი ვინაობა და იყო თუ არა ის საქართველოს მოქალაქე, ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 140 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. მიმდინარეობს გამოძიება.