დევნილთა სამინისტრო სტიქიით დაზარალებულ 100 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელ სახლს გადასცემს
100-მდე ეკომიგრანტ ოჯახს, რომლებმაც სტიქიური უბედურებების შედეგად საცხოვრებელი სახლები დაკარგეს, დევნილთა სამინისტრო ახალ სახლებს გადასცემს.
ეს გადაწყვეტილება დღეს დევნილთა და განსახლების სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ სხდომაზე მიიღეს.
დასაწყისისთვის უსახლკაროდ დარჩენილი ეკოემიგრანტების ბაზა გადამოწმდება. აღნიშნულ პროცესში სამინისტროსთან ერთად მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ. მონიტორინგის პროცესის დასრულების შემდეგ კი კომისია ოჯახების საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების საკითხს განიხილავს.