მშობლები განათლების სამინისტროსგან 5 წლის ბავშვების სკოლაში ჩარიცხვას ითხოვენ

საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში დღეს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, მშობლებისა და პედაგოგების გარდა, ჟურნალისტები და ფსიქოლოგებიც დაესწრნენ. შეკრებილთა ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ 5 და 6 წლის ასაკს განსხვავებული განვითარების საფეხური ჰქონდა და 6 წელი სკოლაში შესასვლელად მინიმალური ასაკი იყო. რაც შეეხებათ მშობლებს, ისინი აცხადებდნენ, რომ ბავშვები, რომლებიც 1იანვრამდე 6 წლისანი გახდებოდნენ, განათლების სამინისტროს აუცილებლად უნდა ჩაერიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
“ამ ეტაპზე ბავშვებს აქვთ ძალიან სერიოზული პრობლემა. ისინი რჩებიან საბავშვო ბაღის გარეთ, ან – საბავშვო ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში, სადაც ისინი იძულებულნი გახდებიან გაიარონ აბსოლუტურად იგივე პროგრამა, რასაც გადიან მიმდინარე სასწავლო წელს. მიმაჩნია, რომ აკადემიური წლის ასეთმა იძულებითმა გამეორებამ შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს მათ ფსიქოლოგიაზე, შემდგომ განვითარებაზე და სკოლისადმი დამოკიდებულებაზე, რომელიც არ აღმოჩნდა სტუმართმოყვარე და არ იღებს ასეთ ბავშვებს. ბაღმა დაასრულა თავისი საქმე და ბავშვს უშვებს. სად წავიყვანო ჩემი შვილი?”,- განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები