ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული ყველა ბრალდებული პროკურატურიდან უკვე გამოიყვანეს. დაკავებულთა ნაწილი ე.წ. მოდულის შენობის წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. მათ შორის გიორგი ცააძეც, რომელმაც, პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით საკონტროლო გასროლა განახორციელა.
ირაკლი ფირცხალავა დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, წინასწარი დაკავების საკანშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. საგამოძიებო უწყებამ 11 პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დანაშაული სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.