ირაკლი ფირცხალავას მეუღლე: მოსალოდნელია განსაკუთრებული საფრთხეები ჩემ წინააღმდეგ

განსაკუთრებული საფრთხეები და დარტყმები მოსალოდნელია ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობისთვის დაკავებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ გაცხადა.
მისივე თქმით, ის დღეიდან თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს, რადგან შესაძლოა, შურისძიების ობიექტი გახდეს იმ კრიმინალების მხრიდან, ვისაც მისი მეუღლე ებრძოდა.
„სახელმწიფო დღეს გახდა მკვლელების, ყაჩაღების, მძარცველების, ნარკოტიკებით მოვაჭრეების და გამტაცებლების ოფიციალური ადვოკატი. ამ ქვეყანაში დღეიდან ვერცერთი მოქალაქე უსაფრთხოდ თავს ვერ იგრძნობს, ეს, რასაკვირველია, პირველ რიგში, გვეხება მე და ჩემს შვილებს, რამდენადაც ჩემი მეუღლე ამ ჩამოთვლილი დამნაშავეების გარდა, ებრძოდა ღიად, პერსონალურად, კანონიერ ქურდებს და ქვეყნის მოღალატეებს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული საფრთხეები და დარტყმები მოსალოდნელია ჩემს წინააღმდეგ“, – განაცხადა ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები