საახალწლო საჩუქარი გლდანელი მოსწავლეებისთვის

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობამ 39-ე და 175-ე საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოაწყო. სტადიონზე მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები: ,,მიმინო“ ,,საბურთალო“ ,,მორკინალი“. სტადიონის გახსნას და მინი ფეხბურთის ტურნირს დაესწრნენ გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, გამგებლის მოადგილე გიორგი თულაშვილი, უბნის სამსახურის უფროსი ალექსი ლობჟანიძე, გამგეობის თანამშრომლები, ,,თბილისზე მზრუნველის“ საპატიო წოდების მფლობელი – თეიმურაზ გოცირიძე, 39 -ე საჯარო სკოლის დირექტორი ლილია გევონჯიანი. გლდანის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გოგი ხიზანიშვილმა გამარჯვებულ გუნდებს საპატიო თასი და საჩუქრები გადასცა.

10913529_10152659815054779_1425725482_n 10921935_10152659815064779_1205011002_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები