თინა ხიდაშელი: გულშიჩამწვდომი სირცხვილი…

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, წულუკიანი როგორც კი მინისტრად დაინიშნა, მოსამართლეებზე, ზეწოლის გზით, გავლენის მოხდენას ცდილობდა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა.
“და, როგორი ლეგიტიმურია მისგან ნათქვამი ეს სიტყვები. დასაჯერებელი, გულშიჩამწვდომი სირცხვილი“, – წერს ხიდაშელი.
თეა წულუკიანი როგორც კი მინისტრად დაინიშნა, მოსამართლეებზე, ზეწოლის გზით, გავლენის მოხდენას ცდილობდა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, თეა წულუკიანი აბსოლუტურად სხვანაირად ხედავს სასამართლოს და მის დამოუკიდებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები