რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია

საახალწლო მოწყობასთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. გამზირი მანამდე იქნება გადაკეტილი, სანამ სამუშაოები არ დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “სინათლის ქალაქი” ახორციელებს. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის რუსთაველის პარალელური ქუჩებითაა შესაძლებელი. ადგილზე ვითარებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ. დედაქალაქის ქუჩების საახალწლო ილუმინაციებითა და განათებებით მორთვა 20 დეკემბრისთვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები