“მგზავრობის გაძვირებაზე ჭორი მძღოლების მიერ თვითნებურად გამოკრულმა აბრებმა გამოიწვია”
რუსთავი–თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის საფასური არ გაიზრდება
რუსთავი–თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ფასის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით რუსთავის მერიის პრესსამსახური აცხადებს, რომ ინფორმაცია ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება.
“დღის განმავლობაში სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია რუსთავი–თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ფასის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ჭორი, რომელიც შეგნებულად ვრცელდება მოსახლეობაში უკმაყოფილების გამოწვევის მიზნით. მგზავრობის ფასის შესაძლო გაზრდის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, სავარაუდოდ, მძღოლების მიერ თვითნებურად გამოკრულმა აბრებმა გამოიწვია, სადაც ეწერა, რომ ტრანსპორტით სარგებლობის ფასი იზრდებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ რუსთავი–თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის საფასური არ გაიზრდება”, – აცხადებენ რუსთავის მერიის პრესსამსახურში.