მიხეილ სააკაშვილი: ეკა ზღულაძე უკრაინაში მარტო ვერაფერს გახდება

  ქართველი პოლიტიკოსების უკრაინის მთავრობაში დანიშვნის შესახებ ისაუბრეს საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ. სააკაშვილმა „უკრაინულ პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება წმინდა უკრაინულია და კანდიდატურებიც უკრაინის ხელისუფლების მიერაა შერჩეული.
გარდა ამისა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სპონტანურად არ ყოფილა მიღებული. სააკაშვილის თქმით, უკრაინის მთავრობაში ქართველების დანიშვნა მძიმე არ არის, რადგან იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ორ ქვეყანას ერთნაირი პრობლემები აქვს და ორი ქვეყნის ბედი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული.
გარდა ამისა, სააკაშვილი ეკა ზღულაძეს რჩევებს აძლევს და აცხადებს, რომ მარტო ის შსს-ში ძირეულ გარდატეხებს ვერ მოახდენს, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება.
„ჩემი მთავარი რჩევა ქართველი პოლიტიკოსებისთვის იქნება ის, რომ ბოლომდე გადავიდნენ უკრაინულ რელსებზე და არ გააკეთონ არანაირი კომენტარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე… პირდაპირ გეტყვით, რომ ზღულაძე მარტო ვერაფერს გახდება, ჩვენი მთავრობიდან აქ მარტო ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, თუ საერთო პოლიტიკური ნება არ არის, ცალკე აღებული ერთი ადამიანი ვერაფრის გაკეთებას შეძლებს. ერთადერთი რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ, ისაა, რომ ისინი ქრთამს არასოდეს აიღებენ და მათ აქ არასოდეს აღმოაჩნდებათ წარმატებული ნათესავი, რომელიც ბიზნესით დაკავდება. ჩვენ სახელმწიფო მოხელის „სპეციალური ჯიში“ გამოვიყვანეთ, რომელიც არცერთ შემთხვევაში ამაში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები