შსს-ს სოციალურ კამპანიას კალათბურთელები შეუერთდნენ

  შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით წამოწყებულ სოციალურ კამპანიას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შსს-ს აკადემიის საკალათბურთო ნაკრები „აკადემია“ შეუერთდა.
შსს-ს აკადემიის კალათბურთელები „ქუთაისი 2010“-ს გუნდს შეხვდნენ და აღნიშნული თამაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს. თამაშს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა ესწრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ.
კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა. ცვლილებების თანახმად, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები