ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ვაკის რაიონში
,,თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით გზების სპეცტექნიკით მორეცხვას აგრძელებს.
ინფორმაციას ,,თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჯერად, ვაკის რაიონში მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, ურნები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, მიწისქვეშა გადასასვლელები და კონტეინერები.
“ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა ჩოლოყაშვილის, ჭავჭვაძის და მელიქიშვილის გამზირებზე, ასევე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე.
სამუშაო პროცესში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.