შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

    შსს-ს აჭარის ავტონომიერი რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა გ, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი ზვიად ქ, 1987 წელს დაბადებული არჩილ შ. და 1992 წელს დაბადებული ჯაბა ზ. იარაღიას უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააპატიმრეს, როცა ისინი ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანით ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ. მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს: 1 გლუვლულიანი გადაჭრილი თოფი, „ეფ-1“-ის ტიპის 1 ხელყუმბარა, 1 ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 1 საფანტის პისტოლეტი. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის 15 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები