გიორგი კვირიკაშვილი ჰანს თიმერს შეხვდა

   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მთავარ ეკონომისტს, ჰანს თიმერს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური მართვის სექტორის ლიდერი რაშმი შანქარი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილიც დაესწრნენ. შეხვედრაზე სტუმარი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის “საქართველო 2020” პროექტით დაინტერესდა და მის ცალკეულ მიმართულებებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუბარი საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის საკითხსაც შეეხო, მათ შორის, მსჯელობის თემა იყო საქართველოს ინფრასტრუქტურული პორტფელის ოპტიმიზაცია. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მთავარ ეკონომისტს ინფორმაცია საქართველოში კერძო სექტორის განვითარების შესახებაც მიაწოდა. ვიცე-პრემიერმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. თავის მხრივ, ჰანს თიმერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების შეხვედრისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადა და მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები