სკოლამდელი განათლების თემაზე შეხვედრა გაიმართა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში საგარეჯოს მაჟორიტარს თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბავშვთა სკოლამდელი განათლებისა და სოფლის ექიმების საკითხები განიხილეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვისა და განათლების სამინიტროები მუშაობენ კანონპროექტზე და ცვლილებები და კომენატრები ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიაწოდა სამუშაო ჯგუფს. ახალი ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამას. რაც შეეხება სოფლის ექიმებს, ჯანდაცვის სამინიტრო უზრუნველყოფს მათ სამედიცინო დოკუმენტაციითა და სამედიცინო ჩანთით, სოფლის ექიმებს მათ შესაძენად აღარ მოუწევთ საკუთარი ხელფასიდან თანხის გაღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები