განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი შემუშავდა

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა – საქართველო“ „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და საკლასო შეფასების სისტემის შემუშავების პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია, საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ინფორმირება. უწყების ცნობით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, კერძო საკონსულტაციო კომპანია GOPA შეირჩა, რომელიც პროექტებს მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. კომისიამ GOPA-ს მიერ შემოთავაზებული მიდგომები, მეთოდოლოგია და საერთაშორისო ექსპერტები სფეროსათვის ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნია და შეაფასა, როგორც კონკურსში მონაწილე ყველაზე კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია. GOPA საქართველოში ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო აქტივობებს ჩაატარებს, რაც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო შეფასების სისტემის შექმნაში გამოიხატება. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკნიკოლასი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები