კატეგორია

კულტურა

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროგრამა

   რა სამუშაოებს ჩაატარებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2014 წელს.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2014 წლის პროგრამის ამოქმედებისთვის აუცილებელ სატენდერო და საკონკურსო დოკუმენტაციაზე მუშაობს. სააგენტო…

ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეების კონცერტი

    20 თებერვალს, 17 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტების და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეების კონცერტი გაიმართება. ნიჭიერთა ათწლედის სახელით ცნობილ ზ.ფალიაშვილის…

სამინისტრო მუსიკალური მონაცემებით დაჯილდოებულ მოსწავლეებს მატერიალურად დაეხმარება

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარიის 10 მოსწავლე პანსიონში სწავლობს და ცხოვრობს. კულტურის სამინისტრო 2012 წლიდან…

პრესკონფერენცია პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ გამოფენასთან დაკავშირებით

  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა, „არტარეას“ წარმომადგენლებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა. გამოფენა სახელწოდებით - ,,ხელოვნება მართავს“…

,,მუზეუმი ექსპოზიციის მიღმა"

   საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა, სახელწოდებით ,,მუზეუმი ექსპოზიციის მიღმა" მიმდინარეობს. გამოფენის მიზანია, მუზეუმის საქმიანობა ფართო საზოგადოებას საგამოფენო დარბაზებს მიღმა…

ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტანი“ იტალიურ ენაზე ითარგმნება

  2014 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბასა ჯანიკაშვილის ნაწარმოები „აბსურდისტანი“ იტალიურ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა. პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი მწერლების საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციას. აბსურდისტანი ეს ქვეყანაა,…

ზაზა ფირალიშვილის „ტექსტის დაბადება"

   საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ტრადიციული ლექცია - შეხვედრები გრძელდება. 19 თებერვალს, 18 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის ჟურნალ „მარკერის" პირველი ნომრის პრეზენტაცია და ჟურნალის ერთ-ერთი ავტორის, ზაზა…

გამოფენა სახელწოდებით – „ხელოვნება მართავს“

  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და „არტარეა“ აწყობს თანამედროვე ქართული კონცეპტუალური არტის გამოფენას სახელწოდებით: „ხელოვნება მართავს.“ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ვესტიბულში 50-მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევარი:…

საინფორმაციო ტური – „კონსერვატორია პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს“

  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო ტური, სახელწოდებით: „კონსერვატორია პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს“ ტარდება. საინფორმაციო-გაცნობით ტურს, რომელიც 24 თებერვალს, 16 საათზე ტარდება, კონსერვატორიის რექტორი…

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ”საქართველოს ისტორია“

  18 თებერვლიდან მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ”საქართველოს ისტორია“ გამოვა. წიგნი უძველესი დროიდან მე-10 საუკუნის ჩათვლით არსებული საერო და საეკლესიო 100 რუკის მიხედვითაა შედგენილი. ნაშრომი უნიკალური მოვლენაა ქართულ ისტორიოგრაფიაში და იგი…